მირაბელი: "მილანიდან" წასვლა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა გვთხოვა"

22-06-2018, 09:18

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ "როსონერის" სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბის დატოვება მხოლოდ კარლოს ბაკამ ითხოვა, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "ვილიარეალში" თამაშობდა.

"დღემდე არავის უთხოვია გუნდიდან წასვლა. ერთადერთი, რომელმაც სხვა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, კარლოს ბაკაა. შევეცდებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს".

"კუტრონე რჩება, ხოლო კალინიჩის და სილვას სიტუაციას გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, არ გვინდა ფეხბურთელების სურვილების წინააღმდეგ წავიდეთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებები ადეკვატური უნდა იყოს".

"დონარუმა? კუტრონეს და დონარუმას უდიდეს მომავალს ვხედავ. ძალიან დიდი იმედი მაქვს მათი მომავალი "მილანის" პარალელურად განვითარდება. გუნდი ასეთ ფეხბურთელებზე უნდა იდგეს. დიდი იმედი მაქვს, დონარუმას ამჯერად მშვიდი ზაფხული ექნება".

"დავასრულოთ სატრანსფერო ფანჯარა ისე, რომ შევინარჩუნოთ გუნდის მთავარი მოთამაშეები - ეს ჩვენი მიზანია. გაძლიერება კი აუცილებლად გვჭირდება", - ამბობს მირაბელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით