"დორტმუნდი" მორატას შეიძენს?!

22-06-2018, 11:56

"Bild"-ის ინფორმაციით, "დორტმუნდი", ზაფხულში, ალვარო მორატას შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, გერმანელები ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და "ჩელსიში" უიღბლო კარიერის შემდეგ, არაა გამორიცხული ალვარომ „ყვითლებთან“ შეთანხმებას მიაღწიოს.

მორატას სანაცვლოდ "ჩელსი" 60 მილიონ ევროს ითხოვს. თავის მხრივ, "დორტმუნდელთა" წარმომადგენლები ფასის დაკლებას ითხოვენ, რათა დაწყებული საქმე საბოლოოდ არ ჩაიშალოს. 

გადავა, თუ არა მორატა გერმანიაში, უცნობია, რადგან, ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი იტალიაში ჩაფრინდა და "იუვენტუსის" მესვეურებს შეხვდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით