"პსჟ"-მ მოულოდნელი ტრანსფერი დაგეგმა

22-06-2018, 12:37

Goal.com-ის ინფორმაციით, "პსჟ" "სელტა ვიგოს" ნახევარმცველს, სტანისლავ ლობოტკას, შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, 23 წლის სლოვაკის ყიდვის სურვილი პირადად ფრანგული კლუბის ახალმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გამოთქვა. 

როგორც ირკვევა, ლობოტკა იმდენად მოთხოვნადი გახდა ევროპაში, რომ შეიხის კლუბს "ნაპოლი" და "ტოტენჰემი" ეცილებიან. საქმე ისაა, რომ სტანისლავის ფასი მინიმუმ 40 მილიონი ევროა და მოლაპარაკებებს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დასახელებული თანხა აყოვნებს. 

შეგახსენებთ, ლობოტკა "სელტაში" 2017 წელს ჩაირიცხა და 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლა ლიგამდე სლოვაკი ტალანტი "ტრენცინის", "აიაქსისა" და "ნორშელანდის" ღირსებას იცავდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით