ფეხბურთელებმა სამპაოლის დათხოვნა მოითხოვეს

22-06-2018, 16:17

"Todo Noticias"-ს ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული გუნდი მწვრთნელის შეცვლას ითხოვს. როგორც ირკვევა, ხორვატიასთან დიდი ანგაიშით მარცხის შემდეგ, ხორხე სამპაოლის დღეები დათვლილია. 

"ალბისელესტეს" წარმომადგენლის თქმით, მესის და სხვა ვარსკვლავებს ნიგერიის წინააღმდეგ თამაში სამპაოლის ხელმძღვანელობით არ სურთ. 

"ფეხბურთელები უარს აცხადებენ ხორხე სამპაოლის მეთაურობით ნიგერიასთან მატჩში მონაწილეობაზე," - განაცხადეს ფედერაციაში. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ პირველი მატჩი ფრედ 1:1 ითამაშა ისლანდიასთან, მეორე ტურში ხორვატიასთან განადგურდა და დარჩენილ ტურში ნიგერიას შეხვდება, რომელსაც არგენტინის მსგავსად 1 ქულა აქვს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით