სენსაციური გადაწყვეტილება: მესი ნაკრებიდან მიდის

22-06-2018, 19:13

გავლენიანი "Mirror"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

როგორც იცით, გუშინ არგენტინის ეროვნული ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანაგარიშით, 3:0 დამარცხდა. ზემოთხსენებული გამოცემის ჟურნალისტთა მტკიცებით, სწორედ ამ სამარცხვინო მარცხის გამო აპირებს ლეო სანაკრებო კარიერის დასრულებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კატალონიელთა ლიდერის გარდა არგენტინის ნაკრებიდან წასვლას "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი, კუნ აგუეროც აპირებს. მათთან ერთად სამხრეთამერიკელებს მარკოს როხო, ევერ ბანეგა, ანხელ დიმარია, იგუაინი და მასკერანო დატოვებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით