მესის დედა:"ჩემი შვილი მუნდიალის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს"

22-06-2018, 19:35

კატალონიური "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის დედამ, სელია კუჩიტინიმ თავისი შვილის ემოციებზე ისაუბრა.

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. პატარა შეცდომა და ლეო კრიტიკის ქარცეცხლში მალევე ეხვევა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ასეთი მომენტების გადატანა ჩემ შვილს ძალიან უჭირს".

"ამ დღეებში ლეო კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მთელი ოჯახი ძალიან ვნერვიულობთ".

"დამერწმუნეთ, ჩემი შვილი ყველაფერს გააკეთებს 2018 წლის ჩემპიონატის მოსაგებად და მჯერა, რომ ეს საერთოდაც არ გაუჭირდება", - განაცხადა მესის დედამ პრესასთან საუბრისას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით