სტრინიჩი: "მესი ცუდად მოიქცა"

22-06-2018, 23:24

გუშინ გაიმართა ხორვატიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც ევროპელებმა ანგარიშით 3:0 იმარჯვეს.

თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში არგენტინელთა კაპიტანი, ლეო მესი მოწინააღმდეგე ფეხბურთელს, ივან სტრინიჩს არასპორტულად მოექცა. ამ თემაზე კომენტარი ამ უკანასკნელმა გააკეთა.

"მესი? ის სურათს გვიქმნის რომ თითქოს თავმდაბალი ადამიანია."

"სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ რა გააკეთა ჩემს წინააღმდეგ. ასევე, მან ბურთი არ გადააგდო მაშინ, როდესაც რაკიტიჩს ტრავმა ჰქონდა. ეს კი კაპიტნის შესაფერისი საქციელი არ არის." - აცხადებს სტრინიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით