"რეალი" ფეკირის ტრანსფერზე მუშაობს

23-06-2018, 13:01

"Mirror"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ახალი მწვრთნელის მოთხოვნით ნაბილ ფეკირის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესმა "ლიონის" შემტევის სანაცვლოდ 53 მილიონი ევრო გაამზადა და საფრანგეთში აგენტები გააგზავნა. 

როგორც ირკვევა, "ლიონის" ხელმძღვანელობა ფეკირის გაშვებას შემოთავაზებული თანხის სანაცვლოდ არ აპირებს და სურვილის შემთხვევაში კლუბებს მინიმუმ 70 მილიონის გადახდა მოუწევთ. გეტყვით, რომ ნაბილი "ლივერპულშიც" იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, ფეკირი "ლიონის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და გუნდის მაისური 115 შეხვედრაში მოირგო. მის ანგარიშზე 45 გოლია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით