თუ უნაი ემერი ამას იზამს, პირველ შეცდომას დაუშვებს

23-06-2018, 10:29

"არსენალის" თავკაცი უნაი ემერი ერთ-ერთია იმ  მწევრთნელებს შორის ვინც, "პორტუს" მცველით მიგელ ლაიუნით არის დაინტერესებული.

გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ  მექსიკელი ფეხბურთელი არასწორი  სატრანსფერო სამიზნეა და  ამისთვის არგუმენტებიც აქვთ.

29 წლის მიგელი  დაცვის როლში თითქმის ყველა ფუნქციას ასრულებს. მას შეუძია დადგეს როგორც ცენტრალური, ასევე განაპირა მცველის და ჩამშლელი ნახევარმცველის ადგილებზე. ერთი შეხედვით ეს ფეხბურთელისთვის პლიუსი უნდა იყოს, თუმცა "არსენალის" გულშემატკივარს მაინც არ სურთ მისი ხილვა. მიზეზად კი შემდეგი სახელები მოჰყავთ.

ჰექტორ ბელერინი და სტეფან ლიხტშტეინერი.  შვეიცარიელი კაპიტანი   უკვე კვირაზე მეტია, რაც "იუვენტინო"  აღარ არის და "მეთოფეებს" შეუერთდა. შესაბამისად კლუბს უკვე ჰყავს ორი მარჯვენა მცველი და ახალ მოსულს სათამაშო დრო არც ექნება.

ალექს იობი და გრაინტ ხაკა. ეს იმ ფეხბურთეთა ჩამონათვალია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ  ლაიუნის როლის შეთავსება. შესაბამისად იგი სასტარტო შემადგენლობის "ლაქა" იქნება და უბრალოდ დაძაბულობას გაზრდის გუნდში.



  • Joe Hart
  • 23 ივნისი 2018 10:37
ra fexebad undat 29, clis beberi layuni

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით