"რომამ" მეკარე შეიძინა

23-06-2018, 17:22

რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა "რომამ" ახალი შენაძენი გააკეთა. როგორც სერია ა-ს ბინადარი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება "მგლებმა" ახალი გოლკიპერი, 34 წლის ანტონიო მირანტე შეიძინეს.

წყაროს ცნობით, დედაქალაქურ კლუბს "ბოლონიას" მეკარის შესყიდვა არც თუ ისე ბევრი, ოთხი მილიონი ევრო დაუჯდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კონტრაქტის თანახმად მირანტე იტალიურ გრანდში 2021 წლამდე დარჩება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ანტონიომ სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით იტალიელი კარის დარაჯი "ბოლონიაში" 2015 წელს "პარმადან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით