"ნაპოლი" ვიდალში 20 მილიონს იხდის

23-06-2018, 18:20

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, იტალიური "ნაპოლი" კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველით, ალეიშ ვიდალით არის დაინტერესებული.

აღნიშნული წყაროს ჟურნალისტთა მტკიცებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები მზად არიან სათამაშო პრაქტიკის არმქონე 28 წლის ვიდალი მისაღებ ფასში გაასხვისონ.

შეგახსენებთ, რომ ალეიში კატალონიურ გრანდში 2015 წელს "სევილიადან" გადავიდა.

წარმოშობით ესპანელმა ვიდალმა "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში თავი მძიმე ტრამვის მიღების შემდეგ ვერ დაიმკვირდა. სწორედ ამიტომ ალეიში გუნდის შეცვლის და ნეაპოლიტანურ გრანდში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით