180 მილიონი მზადაა, ზაფხულის პირველი სუპერ ტრანსფერი

23-06-2018, 18:58

მერსესაიდული "ლივერპული" მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველით, მარკო ასენსიოთი არის დაინტერსებული. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი კატალონიური გამოცემა "El Mundo Deportivo" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ენფილდის" ბინადართ გერმანელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მზადაა 22 წლის ფეხბურთელში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს და ახალი სეზონი მასთან ერთად დაიწყოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელები უარზე არიან და ინგლისელთა მიერ შეთავაზებული წინადადების განხილვას არ აპირებენ. 

ცნობისთვის, მარკოს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს.



  • messi10
  • 23 ივნისი 2018 18:58
mmouxdeba lives amra reali ar gayidis

რა სისულელეა.კოუტინიო 120გაყიდეს და ამას 180იყიდიან?..ნაღდად არ ღირს ასენსიო ამდენი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით