უმკაცრესი სასჯელი და შოკი, "მილანს" ევროპულ ფეხბურთს აშორებენ

23-06-2018, 22:06

"მილანმა" გაუსლი წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ სოლიდური თანხები დახარჯა, თუმცა უეფას ვერ დაუმტკიცა, თუ საიდან მოიტანა ამხელა ფული.

ამის გამო მილანური კლუბი  30 მლნ ევროთ დაისაჯა. გარდა ამისა გუნდს ჩამოაერთვა 2018/19 წლის სეზონის სატრასფერო ფანჯრის დროს შეძენილი ფეხბურთელებისთვის თამაშის უფლება.

ახლა კი ყველაზე ცუდი და დამღუპველი. უეფამ მილანი ევროპა ლიგიდან გამოთიშა, რაც კლუბისთვის კარგი ნამდვილად არ არის. რადგან შესაძლოა ბევრი ვარსკვლავი გადუდგეს გზას გუნდიდან.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩაანაცვლებს  მილანს, პასუხი მარტივია და უკვე მოგვარებულიც. "ატალანტა" პირდაპირ გავა ევროპა ლიგაზე, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფიორენტინა" შეეცდება ბადეში მოხვედრას.

უეფა ვერდიქტს 25 ივნისს გამოიტანს. მილანელებს კი შეუძიათ 10 ივლისამდე გაასაჩივრონ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ წარადგინა ამერიკულ ინვესტორებთან თანამშრომლობის საბუთი, ფედერაციას ეს მაინც არ ეყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით