ლიოვმა შვედეთთან შეხვედრა შეაფასა

24-06-2018, 00:22

შვედეთთან დამატებით დროში მოგებული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"შვედეთის ნაკრებთან გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა. საწყის წუთებში ბურთის დაჭერა და დავალებების შესრულება ბიჭებმა ვერ შეძლეს და გოლიც მივიღეთ. მექსიკასთან მარცხის შემდეგ, ძნელია გახვიდე მეტოქესთან, რომელიც საუცხოო დაცვას თამაშობს.

ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ სასწაული მოხდებოდა და საჭირო 3 ქულას მოვიპოვებდით. წინ კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გველის სამხრეთ კორეასთან, სადაც ნებისმიერი შედეგი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს", - განაცხადა ლიოვმა. 

შეგახსენებთ, რომ "ბუნდესნაკრებმა" დამატებით დროში ტონი კროოსის გოლით მოიგო. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიელებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს არაფერი დაუთმეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით