ნაგელსმანი "ჰოფენჰაიმიდან" მიდის

24-06-2018, 11:33

"Bild"-ის ცნობით, "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, 2018-19 წლების სეზონის ბოლოს, კლუბს დატოვებს. წყაროს ცნობით, ინფორმაცია 30 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

გერმანული მედია იმასაც წერს, რომ "ჰოფენჰაიმიდან" წავლის შემდეგ, იულიანი "ლაიპციგს" ჩაიბარებს. თუმცა, თავად ნაგელსმანი სამომავლო გეგმებზე ღიად არ საუბრობს. 

შეგახსენებთ, ნაგელსმანი "ჰოფენჰაიმში" 2015 წელს მივიდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა მწვრთნელის დამოძღვრილმა კლუბმა ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით