რებიჩს ინგლისური გრანდი ეპატიჟება

24-06-2018, 13:01

"The Sun"-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" ხორვატიის ეროვნული გუნდისა და საფეხბურთო კლუბ "აინტრახტის" შემტევით, ანტე რებიჩით ინტერესდება. 

როგორც ირკვევა, „დეზების“ ხელმძღვანელობამ 25 მილიონი და 5-წლიანი კონტრაქტი გაამზადა. ჯერჯერობით, თავად ფეხბურთელის პასუხი უცნობია. 

რებიჩმა საფეხბურთო კარიერა სამშობლოში დაიწყო და ხორვატიის საზღვრებს 2013 წელს გასცდა, როდესაც 24 წლის თავდამსხმელით იტალიური "ფიორენტინა" დაინტერესდა. წლების განმავლობაში რებიჩი „იების“ გარდა, "ლაიპციგის", "ვერონასა" და "აინტრახტის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით