ვალვერდეს ერერა და მატა უნდა

24-06-2018, 13:22

როგორც იცით, კატალონიის "ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში დიდი ალბათობით, კლუბს ძალიან მალე დატოვებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ანდრე გომეშის პოტენციურ შემცვლელებზე რამოდენიმე თვით ადრე უკვე იფიქრა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი ამოირჩია. მან თვალი ანდრე ერერასა და ხუან მატას დაადგა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი "Mundo Deportivo" ავრცელებს.

ვალვერდეს ხელს ის გარემოებაც უწყობს, რომ ფეხბურთელებს კონტრაქტი 2018 წელს ეწურებათ და შესაძლებელია, "ბლაუგრანას" მესვეურთა შეთავაზებას მარტივად დათანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარანტირებული სათმაშო პრაქტიკა არ ექნებათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით