"ლოკომოტივმა" კვირკველიას დატოვება გადაწყვიტა

24-06-2018, 17:31

როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, საბა კვირკველია მომავალ სეზონსაც "ლოკომოტივში" გაატარებს.

მოსკოვური გუნდის პრეზიდენტის განცხადებით, კლუბი არ აპირებს ქართველი მცველის გაყიდვას.

"მუნდიალის დასრულებამდე არც კვირკველია და არც მირანჩუკები არსად არ მიდიან."

"რაც შეეხება "ლესტერთან" მოლაპარაკებებს, ეს ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ არანაირი საუბარი არ გვქონია." - აცხადებს მეშარიაკოვი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, "ლესტერი" აქტიურად იყო დაინტერესებული საბა კვირვკელიას შეძენით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით