"მანჩესტერი" მილინკოვიჩ-სავიჩსაც გადაწვდა

25-06-2018, 12:01

"Mirror"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩს-სავიჩის შეძენას გეგმავს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება. 

გეტყვით, რომ აღნიშნული ტრანსფერი მანჩესტერული კლუბის თავკაცის, ჟოზე მოურინიუს მოთხოვაა. ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისელები 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელით, "ბარსელონაცაა" დაინტერესებული.
 
შეგახსეენბთ, მილინკოვიჩ-სავიჩი ამჟამად რომის "ლაციოს" ღირსებას იცავს. ახალგაზრდა ტალანტი სერბეთის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით