"იუვენტუსი" ვილშერით ინტერესდება

25-06-2018, 13:01

"The Sun"-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ჯეკ უილშირს აკვირდება. წყაროს ცნობით, იტალიელები ინგლისელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გამოდის. აღსანიშნავია, რომ "არსენალის" ფეხბურთელი, რუს ალექსანდრ გოლოვინზე ნაკლები ჯდება. 

გეტყვით იმასაც, რომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა კუნძულელს კვირაში 100.000 ევროს სთავაზობს. 26 წლის ნახევარმცველის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დავარდა, რადგან თითქმის ყველა სეზონს ტრავმებით ხვდება და მომჯობინება უჭირს. 

შეგახსენებთ, უილშირი 10 წელია "მეთოფეების" ღირსებას იცავს და ბოლო პერიოდში ბორმუთში იყო განათხოვრებული. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით