ნაპოლიმ "ჩელსის" ყოფილ მეკარეს თვალი დაადგა

25-06-2018, 19:05

"Corrieredellosport.it"-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" პეპე რეინას შემცვლელს მიაგნო. წყაროს ცნობით, ნეაპოლელები ასმირ ბეგოვიჩს აკვირდებიან, რომელიც ამჟამად, "ბორმუთის" ღირსებას იცავს. 

აღსანიშნავია, რომ ბოსნიელი მეკარე 8 მილიონადაა შეფასებული. ივაჭრებს თუ არა იტალიური კლუბი, ჯერჯერობით, უცნობია. გეტყვით, რომ რეინა "მილანში" წავიდა და ჯიჯი დონარუმას შემცვლელად მოიაზრება. თავის მხრივ, ესპანელმა მეკარემ განაცხადა, რომ ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდა იტალიელს პირველობაში შეეცილება. 

შეგახსენებთ, ბეგოვიჩი 2015-2017 წლებში "ჩელსის" ღირსებას იცავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასმირს მეორე მეკარედ ყოფნა "ბედმა არგუნა". „არისტოკრატების" რიგებში, 30 წლის ფეხბურთელი ტიბო კურტუამ დაჩრდილა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით