პიანიჩი ბარსელონაშია

25-06-2018, 20:33

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ტურინული იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი, ბოსნიელი მირალემ პიანიჩი ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს.

როგორც იცით, "ბებერი ქალბატონის" ნახევარმცველით დიდი ხანია კატალონიური გრანდი ინტერესდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ბარსელონას" ესპანელი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე მზადაა პიანიჩის საყიდლად თანხები გამოძებნოს და მასში ნებისმიერი თანხა გადაიხადოს.

"Sport"-ის ჟურნალისტთა მტკიცებით, მირალემი უკვე ბარსელონაშია და "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" დასადებ კონტრაქტს განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი ტურინულ გრანდში იტალიური "რომადან" 2016 წელს გადავიდა.



  • messi10
  • 25 ივნისი 2018 23:46
saocari kacia pianichi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით