ნეიმარი მესის:"დაბადების დღეს გილოცავ ბებერო"

25-06-2018, 23:17

გუშინ, 24 ივნისს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავმა ყოფილ თანაგუნდნელს, ლიონელ მესის დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.

"დაბადების დღეს გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ძმაო. მიყვარხარ ბებერო", - დაწერა ნეიმარმა საკუთარ Instagram-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბის ამჟამნიდელი ლიდერი, ნეიმარი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგებამდე კატალონიის "ბარსელონაში" სწორედ ლეო მესისთან ერთად თამაშობდა და მასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ცნობისთვის, ბრაზილიელი შემტევი "პსჟში" 2017 წელს რეკორდული თანხის, 222 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.



  • messi10
  • 25 ივნისი 2018 23:23
magari kacia mesi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით