მესი: "გამოგიტყდებით და არგენტინა მხოლოდ ამ შემთხვევაში გავა ჯგუფიდან"

26-06-2018, 14:01

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მისი ნაკრები ნიგერიასთან გამართავს.

არგენტინას ნიგერიის დამარცხება მართებს და ასევე მისთვის მნიშვნელოვანია ისლანდიისა და ხორვატიის შეხვედრის ანგარიშიც.

"გუნდში კარგი განწყობაა. ვარჯიშს მთავარი მწვრთნელი უძღვებოდა და ტყუილია, რომ გუნდი მას განუდგა. ნიგერიის დამარცხებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ", - განაცხადა მესიმ.

არგენტინისა და ნიგერიის მატჩი 22:00-ზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით