ოფიციალურად: ნაინგოლანი "ინტერის" ფეხბურთელია

26-06-2018, 21:17

რამდენიმე საათის წინ, იტალიურ სერია ა-ში მოასპარეზე "ინტერმა" "რომას" ბელგიელი ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი შეიძინა. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილია, რაჯა "ნერაძურის" 30 ივნისს შეუერთება.

გავლენიანი "Football Italia"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, იტალიელებს აღნიშნული ტრანსფერი არც მეტი არც ნაკლები 24 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ნაინგოლანმა "მგლებთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი "რომაში" 2014 წელს კალიარიდან გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით