"იუვენტუსმა" გოდინს თვალი დაადგა

27-06-2018, 11:05

გავლენიანი "Goal"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები ლა ლიგაში მოასპარეზე მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელით, დიეგო გოდინით არიან დაინტერესებულნი.

წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ბოსები მზად არიან ურუგვაელ ცენტრალურ მცველში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გოდინტს კონტრაქტი "როხიბლანკოსთან" მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.

ცნობისთვის, დიეგო "ატლეტიკოში" 2010 წელს "ვილიარეალიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 26 ივნისი 2018 22:05
mouxdeba iuves diego

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით