ოფიციალურად: პასტორე "რომას" ფეხბურთელია

26-06-2018, 23:02

რამდენიმე საათის წინ, "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ პასტორე იტალიური "რომას" რიგებში გადაბარგდა.

გავლენიანი "SkySports"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პასტორე "მგელთა" მესვეურებს 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხავიერმა დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის "რომაში" 2023 წლამდე დარჩება.

ცნობისთვის, რომაელებმა პასტორეს შეძენამდე გუნდიდან ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი "ინტერში" გაუშვეს და ბელგიელის გაყიდვიდან აღებული ფული არგენტინელის საყიდლად გამოიყენეთ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის კორდობელი შემტევი ნახევარმცველი "პსჟში" 2011 წელს "პალერმოდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით