მარსიალი იტალიაში მიდის?

27-06-2018, 14:59

"The Sun"-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" ანტონი მარსიალის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, ტურინელები ფრანგი შემტევისთვის, 100 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ. 

როგორც ირკვევა, მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი არ არის, რადგან სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და პორტუგალიელი ჟოზეს თერთმეტეულში ვერ ხვდება. 

შეგახსენებთ, ანტონი "წითელ ეშმაკებში" 2015 წელს ჩაირიცხა და 86 შეხვედრაში 24 გოლი დაუგროვდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით