ბონუჩი "მილანიდან" "მანჩესტერში"?!

27-06-2018, 17:34

"The Sun"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ლეონარდო ბონუჩის შეძენა სურს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მესვეურები იტალიელი მცველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდის. 

როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიო მილანელთა კაპიტნის თამაშით მოხიბლულია და მომავალი სეზონიდან 31 წლის ლეონარდოს ხილვა "მანჩესტერში" უნდა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, რადგან აპენინელი "როსონერის" რიგებში ასპარეზობს და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. 

შეგახსენებთ, ბონუჩი ლომბარდიულ გრანდში 2017 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა და კლუბთან ერთად იტალიის თასის ფინალში ითამაშა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით