"იუვენტუსმა" მცველი იყიდა

28-06-2018, 10:10

იტალიური მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა "იუვენტუსმა" ფეხბურთელი შეიძინა. წყაროს ცნობით, მომავალი სეზონიდან, ტურინელთა ღირსებას ჟოაო კანსელუ დაიცავს, რომელიც პოზიციით მარჯვენა მცველია. 

გეტყვით, რომ მხარეები შეთანხმდენენ და მთავარია, პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. აღსანიშნავია, რომ "ვალენსია" 24 წლის მცველის სანაცვლოდ, 40 მილიონს მიიღებს, ხოლო კანსელუს, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა, წელიწადში 3 მილიონ ევროს გადაუხდის.
 
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჟოაო "ინტერში" იყო განათხოვრებული და 26 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით