გომეში სახლში ბრუნდება

28-06-2018, 10:18

კატალონიის "ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯრის დროს პორტუგალიელი ანდრე გომესის გაყიდვას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენინი "Mundo Deportivo" ავრცელებს.

კლუბის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელს ნახევარდაცვაში არსებული დიდი კონკურენციისთვის, რომელსაც ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ივან რაკიტიჩი და სერხიო ბუსკესტი ქმნიან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 24 წლის ანდრესი ყოფილ გუნდს, "ვალენსიას" სურს, თუმცა ჯერჯერობით "ღამურებს" ოფიციალურად "ბლაუგრანასთვუს" არ მიუმართავთ. 

ბოლო პერიოდში კლუბები ფეხბურთელებში კოლოსალურ თანხებს იხდიან. იმის ფონზე, რომ გომესი 15 მილიონ ევროდაა შეფასებული არაა გამორიცხული "მესტალიას" ბინადარებმა ეს ტრანსფერი გაჩარხონ.

შეგახსენებთ, რომ გომეში ბარსელონას 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა, მაშინ ბლაუგრანამ 22 წლის მოთამაშე სწორედ "ვალენსიადან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით