ჯერარდის ბიძაშვილი "ლივერპულში" ჩაირიცხა

28-06-2018, 16:04

"Mirror"-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" გადაწყვიტა, ყოფილი ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი, ბობი დუნკანი "მანჩესტერ სიტიდან" გადაიბიროს. 

როგორც ირკვევა, 17 წლის ფეხბურთელის "მერსისაიდულ" გრანდში გადასვლის შემთხვევაში, "ქალაქელები" კონპენსაციის სახით 200,000 ევროს მიიღებენ. ჯერჯერობით, კონტრაქტის დეტალები უცნობია. 

გეტყვით, რომ დუნკანის შეძენა "იუვენტუსს", "რომას", "ტოტენჰემსა" და "მონაკოს" სურდათ, მაგრამ "წითლების" მესვეურებმა სტივენ ჯერარდის გავლით, ახალგაზრდა ბობი მარტივად დაითანხმეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით