"მილანი" ევროთასებიდან მოხსნეს

28-06-2018, 16:10

იტალიური მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "მილანი" უეფამ, ფინანსური წესების დარღვევის გამო, ევროთასებიდან 2 წლით მოკვეთა და პლუს, 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

გატარებული სანქიცებიდან გამომდინარე "როსონერი" მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. აპენინური მედიის თქმით, ლომბარდიული გრანდის ადგილს, ევროპაში, "ატალანტა" დაიკავებს. 

შეგახსენებთ, სასჯელის მიზეზი ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ელიოტისგან" აღებული 303-მილიონიანი ვალი გახლდათ, რომლის რეფინანსირების დამაჯერებელი დოკუმენტები "მილანმა" უეფას ვერ წარუდგინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით