ნაინგოლანი: "ტიტულების მოგება მინდა"

29-06-2018, 12:14

მილანის "ინტერმა" ბელგიელი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი, დაიმატა. იტალიური მედია აქტიურად აშუქებდა რაჯას "რომადან" "ნერაძურის" რიგებში გადასვლას. როგორც 30 წლის ნახევარმცველი ამბობს, "ინტერის" მაისურით ტიტულების მოგება სურს.
 
"რომასთან" შესაძლებელი იყო, ყველაფრის სხვაგვარად დასრულება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. მე, ახლა "ინტერის" ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ ხელმძღვანელებს ჩემი დამატება ძალიან  სურდათ. "ინტერში" იმიტომ გადავედი, რომ ტიტულები მოვიგო", –  განაცხადა ნაინგოლანმა. 

შეგახსენებთ, რაჯა მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა არ წაიყვანა და ამ ფაქტის შემდეგ, მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. რაც შეეხება "რომას", ნახევარმცველმა 2014 წელს "გლადიატორთა" მაისური მოირგო და 138 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით