ვილშერი თურქეთში?

29-06-2018, 17:07

"The Sun"-ის ინფორმაციით, ჯეკ უილშირის შეძენა  "ფენერბაჰჩეს" სურს. თურქებმა "არსენალს" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ ფინანსური საკითხი მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელი მზად არის "მეთოფეების" რიგები დატოვის, რადგან სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და პლუს ხშირად ტრავმიანობს. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ჯეკი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. 

შეგახსენებთ, უილშირის ყიდვის სურვილი "მილანმაც" გამოთქვა, თუმცა უეფას მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დიდი ალბათობით, იტალიური ვარიანტი არც განიხილება. ცნობისთვის გეტყვით, რომ "მილანი" 2018-19 წლებში ევროთასებზე ვერ იასპარეზებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით