"ტოტენჰემის" ლეგენდა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა

29-06-2018, 19:19

რამდენიმე საათის წინ, გავლენიანმა "Goal"-მა ყველასათვის სამწუხარო ინფორმაცია გაასაჯაროვა და მსოფლიო ფეხბურთის ფანებს ლონდონური "ტოტენჰემის" ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალება ამცნო.

ჟურნალისტთა ინფორმაციით, ლონდონური გრანდის ყოფილი 45 წლის სერბი ფეხბურთელი ბორან ბუნიევჩევიჩი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, ვეტერანი ბორანი 1 თვის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა და საბოლოოდ 29 ივნისს მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბუნიევჩევიჩი "დეზების" რიგებში 2001-2006 წლებში გამოდიოდა და ის დღემდე ლონდონელთა ქომაგებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.



  • messi10
  • 29 ივნისი 2018 19:57
rest in piece brother

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით