გოლოვინი ინგლისურ გრანდს სურს

30-06-2018, 10:01

"Goal.com"-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" რუსი ფეხბურთელის, ალექსანდრ გოლოვინის, შეძენაში ლონდონის "ჩელსი შეეცილება". როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" მზად არიან რუს ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გაიღონ. 

აღსანიშნავია, რომ "ცსკა"-ს ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" ინტერესში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოექცა, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან. "შავ-თეთრების" ხელმძღვანელები გოლოვინის სანაცვლოდ 17 მილიონის გადახდას აპირებენ. 

ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ნაკრების ნახევარმცველს მოუწევს და დიდი ალბათობით საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში კუნძულელთა რიგებში ჩაირიცხება. 

შეგახსენებთ, გოლოვინი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალისთვის ემზადება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით