"ბარსა" სილესენში 60 მილიონ ევროს ითხოვს

29-06-2018, 23:00

კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები მზად არიან გუნდის ჰოლანდიელი კიპერი, იასპერ სილესენი გუნდიდან 60 მილიონ ევროდ გაუშვან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა "Mundo Deportivo" ავრცელებს.

როგორც იცით, იასპერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიკავა და გუნდის პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მთავარი შემადგენლობიდან ამოგდება ვერ შეძლო, სწორედ ამიტომ ჰოლანდიელი კარის დარაჯი კატალონიური გრანდის დატოვებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა სილესენით მსოფლიო ფეხბურთის ინგლისური გრანდები, "ლივერპული" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.

ცნობისთვის, იასპერი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს 2016 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" შეუერთდა.



  • messi10
  • 30 ივნისი 2018 00:24
სილესენი მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით