ვასკესი ინგლისურ გრანდებს სურთ

30-06-2018, 18:21

"Maraca"-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, ლუკას ვასკესი, "არსენალსა" და "ლივერპულს" სურთ. წყაროს ცნობით, ინგლისურმა გრანდებმა ესპანელებთან მოლაპარაკებების გამართვა დაიწყეს.
 
როგორც ირკვევა, ვასკესი "სამეფო კლუბში" არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ფიქრობს, რომ მადრიდელთა რიგებში მოსული ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, არ ენდობა და მომავალ სეზონში სათამაშო დროის გარანტიასაც ვერ იღებს.
 
გაირკვა, რომ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კუნძულელები 25 მილიონ ევროს იხდიან. შეგახსენებთ, ლუკასი "რეალში" 2015 წლიდან ასპარეზობს და 91 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით