ბექჰემი: "მილანში" ის ვისწავლე, რაც ვერცეთ სხვა გუნდში"

12-08-2018, 11:01

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ის ორი სეზონი გაიხსენა, როდესაც "მილანში" იყო განათხოვრებული და ლომბარდიული გრანდისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გაინტერესებთ რა ვისწავლე "მილანში"? ისტორიის მნიშვნელობა, რომელსაც ხელით ვერ შეეხები, თუმცა შეგიძლია შეიგრძნო. "მილანის" სავარჯიშო კომლექსი "მილანელო" თანამედროვე ინფრასტუქტურით ნამდვილად არ გამოირჩევა და ბევრს ჩამორჩება კიდეც, თუმცა იქ მისვლის პირველივე დღიდან ამ უდიდესი კლუბის ისტორიით ვსუნთქავდი."

"ისტორია ღირებულია და საოცარ ატმოსფეროს ქმნის. თავდაპირველად ისე აღვფრთოვადი "მილანელოთი", რომ დილიდან საღამოს ექვს საათამდე სახლში არ მივდიოდი. ადგილთან ერთად მომუშავე პერსონალიც განსაკუთრებულია. "მილანურმა" გამოცდილებამ ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გაკვეთილი ჩამიტარა." - განაცხადა ბექჰემმა "Corriere della Sera"-სთან ინტერვიუში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით