ვაკომ იბრაჰიმოვიჩის გუნდს გაუტანა

1-07-2018, 13:20

"MLS"-ის მე-17 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" "ლოს ანჯელეს გალაქსს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 3:3. აღსანიშნავია, რომ დაძაბულ მატჩში თავი ქართველმა ლეგიონერმა გოლით გამოიჩინა.
 
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 39-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გატანილი ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ ფრესაც მიაღწია. გეტყვით, რომ სან ხოსე 12 ქულით ბოლო ადგილზეა და ერთ-ერთი აუტსაიდერია.
 
დავძენთ, რომ მეტოქე გუნდიდან დუბლის შესრულება 36 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით