კალინიჩისს ბედი უღიმის, ზარი "ატლეტიკოდან"

1-07-2018, 13:48

საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფეხბურთელის, ნიკოლა კალინიჩის, დამატების სურვილი მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს. ესპანური პრესა ირწმუნება, რომ "როხიბლანკოს" თავკაცმა, დიეგო სიმეონემ ხორვატიის ნაკრებიდან გაძევებულ ნიკოლას დაურეკა. 

როგორც ირკვევა, მადრიდელთა ხელმძღვანელები კალინიჩის სანაცვლოდ "როსონერის" 25 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფაქტია, რომ უეფას სანქციებმა ლომბარდიულ გრანდში კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან "მილანის" ევროთასებიდან 1 წლით მოჰკვეთის შემდეგ, გუნდში არც ერთი წამყვანი ფეხბურთელი არ აპირებს დარჩენას. 

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ "სან სიროს" ბინადრებთა რიგებს ჰაკან ჩალჰანოღლუ 30 მილიონის სანაცვლოდ დატოვებს. შეგახსენებთ, უეფამ იტალიელები არ დაინდო და ფინანსური დარღვევების გამო ევროთასებიდან მოხსნასთან ერთად 30 მილიონიანი ჯარიმაც დააკისრა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით