კურტუას ბრაზილიელი ჩაანაცვლებს

1-07-2018, 14:33

"Goal.com"-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" აქტიურად ცდილობს ბრაზილიის ნაკრებისა და "რომას" მეკარის, ალისონ ბეკერის, გადაბირებას. წყაროს ცნობით, "არისტოკრატების" ხელმძღვანელები "გლადიატორთა" მესვეურებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან. 

როგორც ირკვევა, კუნძულელები ალისონის სანაცვლოდ, 65 მილიონ ევროს იხდიან. ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომან აბრამოვიჩი კურტუას, მადრიდის "რეალში" 50 მილიონად გაუშვებს. 

კურტუას გაყიდვით მიღებული თანხით კი, "ლურჯები" ბეკერის შეძენას შეეცდებიან, მაგრამ რამდენად რეალურია აღნიშნული ტრანსფერის შესრულება, ჯერჯერობით, უცნობია. საგულისხმოა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერი სხვადასხვა ევროპულ გრანდს სურს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით