"ჩელსის" წარმომადგენლები იტალიაში ჩავიდნენ

1-07-2018, 17:14

როგორც ჩანს, ლონდინის "ჩელსის" მესვეურები გუნდის მთავარი მეკარის, ტიბო კურტუას თამაშით კმაყოფილი ვერ არიან და ამიტომაც იტალიაში ტრანსფერის მიზნით წარმომადგენლები გაგზავნეს.

"არისტოკრატების" მთავარი სამიზნე "რომას" 25 წლის ბრაზილიელი კიპერი ალისონ ბეკერია, რომელსაც "მგლები" 90 მილიონ ევროდ აფასებენ და ფაქტობრივად ეს თანხა მის შენარჩუნებაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, "ჩელსი" მოლაპარაკების წამოწყებას მაინც ეცდება, თუ ეს არ მოხდა, მაშინ ინგლისელების სამიზნეში "მილანის" ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მოხვდება.

ამ უკანასკნელს გუნდის გამოცვლას ზინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მაშინ ჯიჯომ "როსონერისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახლა კი 1 სეზონით ევროტურნირებიდან მოკვეთამ შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ის ცნობთ, "ჩელსი" "მილანს" 60 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით