ჰალილოვიჩმა იტალიურ გრანდში სამედიცინო შემოწმება გაიარა

1-07-2018, 18:07

ალენ ჰალილოვიჩი ორიოდ დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც "მილანის" წარმომადგენლებთან შეთანხმება დაადასტურა და კლუბში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

22 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი ჯერ ბოლომდე არ დახურულა, რადგან ამ მომენტში მხარეები ფინანსური საკითხის მოგვარებას ცდილობენ.

საქმე იმაშია, რომ ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტი "ჰამბურგთან" ჯერ კიდევ აკავშირებს და ახლა მისი აგენტი ყოველგვარი თანხის გარეშე ამ ხელშეკრულების გაუქმებას ცდილობს.

ჰალილოვიჩის არგუმენტი ისაა, რომ გასულ სეზონში ისტორიაში პირველად ეს გერმანული კლუბი ბუნდესლიგა 2-ში დაქვეითდა, ამ პერიოდში კი ალენი ესპანურ "ლას პალმასში" იყო განათხოვრებული.

ხორვატის კონტრაქტში არსებული გარკვეული პუნქტი მსგავს შემთხვევასაც ითვალისწინებს და შესაბამისად, ხელშეკრულების გაწყვეტამდე მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურებია დასასრულებელი.

ერთი სიტყვით, ძალიან მალე ჰალილოვიჩი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, ხორვატზე უწინ დიდ იმედებს ამყარებდნენ და ის "ბარსელონაშიც" კი ირიცხებოდა, თუმცა კატალონიურ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და ესპანელებმა "ჰამბურგში" გაყიდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით