დემბელე იტალიურ გრანდს სურს

2-07-2018, 12:08

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ბელგიის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელს, მუსა დემბელეს, შეიძენს. წყაროს ცნობით, იტალიელები 30 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს იხდიან. 

როგორც ირკვევა, მუსა მზადაა, "დეზების" რიგები დატოვოს, მაგრამ სად გადავა, ჯერჯერობით, უცნობია. საგულისხმოა, რომ დემბელეს შეძენა, "ინტერის" გარდა, რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. 

შეგახსენებთ, მუსა წლებია ინგლისელთა რიგებში ასპარეზობს და 171 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით