ოფიციალურად: სალაჰმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

2-07-2018, 14:08

"ლივერპულის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბმა მოჰამედ სალაჰს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. წყაროს ცნობით, ეგვიპტელი შემტევი "მერსისაიდელთა" რიგებში 2023 წლამდე დარჩება. 

მომო კუნძულელთა რიგებში გასულ წელს ჩაირიცხა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. 2017-2018 წლების სეზონში ეგვიპტელმა "ფარაონმა" 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ, სალაჰი პრემიერლიგის ბომბარდირიც გახდა და პლუს კლოპის ფორმაციის "ლივერპულში" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით