კანტე "ბარსელონას" სურს

2-07-2018, 15:21

"Don Balon"-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" "ჩელსის" ფეხბურთელის, ნგოლო კანტეს, შეძენა სურს. როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" მესვეურები ფრანგ ნახევარმცველს აკვირდებიან და "არისტოკრატებისთვის" საინტერესო შეთავაზებას გეგმავენ. 

ესპანური მედია ირწმუნება, რომ კანტესთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი, კლუბის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა, მაგრამ 27 წლის ნგოლო ინგლისიდან წასვლას არ გეგმავს. საგულისხმოა, რომ "ბარსელონა" ფრანგის სანაცვლოდ, 60 მილიონ ევროს იხდის. 

შეგახსენებთ, კანტე "ჩელსის" რიგებში, 2016 წელს, "ლესტერიდან" ჩაირიცხა და 70 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით