"ბარსელონას" ფეხბურთელი "ვესტ ჰემში" მიდის

2-07-2018, 15:41

"Goal.com"-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ვესტ ჰემი" "ბარსელონას" ფეხბურთელს შეიძენს. როგორც ირკვევა, ინგლისელები 23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდის და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ბონუსად 3 მილიონსაც დაამატებს. 

აღსანიშნავია, რომ მარლონმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა "ფლუმინენსეში" დაიწყო. 2017 წელს "ბარსელონა ბ"-ში ჩაირიცხა და ძალიან მალე პირველ გუნდში დაწინაურდა, მაგრამ "ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა სანტოსი ფრანგულ "ნიცაში" გაანათხოვრეს და 2017-2018 წლების სეზონი ლიგა 1-ში გაატარა. 

შეგახსენებთ, "ნიცაში" სამხრეთ ამერიკელმა 23 შეხვედრა ჩაატარა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით