"მილანი" აუქციონს აწყობს... ფეხბურთელები მიდიან

2-07-2018, 16:00

"Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, კრიზისში მყოფი "მილანი" ფეხბურთელებს ფასს ადებს. წყაროს ცნობით, უეფას სანქიცების შემდეგ, "როსონერის" რიგებს ვარსკვლავები დატოვებენ. ლომბარდიული გრანდის ჩინელი მფლობელი ევროთასებიდან მოკვეთას გაასაჩივრებს, მაგრამ შანსი იმისა, რომ რამე შეიცვალოს მინიმალურია. 

იტალიური მედია ირწმუნება, რომ "სან სიროს" ბინადართა რიგებს ლეონარდო ბონუჩი დატოვებს, რომლის ფასიც 7 მილიონი ევროთი შემცირდა და აჟამად 35 მილიონი ღირს. გუნდიდან წასვლით ჯიჯი დონარუმა მეორე წელია "იმუქრება". ახალგაზრდა მეკარეს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე 75 მილიონის სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა. 

გეტყვით, რომ "შავ-წითლების" რიგებს ჰაკან ჩალჰანოღლუც ტოვებს, რომლის ფასიც 30 მილიონი ევროა და მთხოვნელთა რიგი უდგას. ჯერჯერობით უცნობია წავლენ თუ არა ფეხბურთელები, თუმცა ფაქტია, რომ ვარსკვლავები ევროთასების გარეშე სეზონის ჩატარებას არ აპირებენ.
 
შეგახსენებთ, უეფამ "მილანი" ევროთასებიდან 1 წლით მოკვეთა და პლუს 30 მილიონით დააჯარიმა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით